დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ გრენლანდიას მოიპოვებს. ცნობას ამერიკული მედია ავრცელებს და ტრამპის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ კუნძულის 56 000 მცხოვრებელს შეერთებულ შტატებთან ყოფნა სურს.
„ვფიქრობ, ჩვენ მოვიპოვებთ მას. მე ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ეს იქნება ძალიან არამეგობრული ქმედება, თუ ისინი არ დაუშვებენ ამას, რადგან ეს არის თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მოვიპოვებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია, უზრუნველყოს თავისუფლება. მათ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები