„გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაუცხადა სააგენტო ipress-ს.
პარტიის ლიდერი განმარტავს, რომ რელიგიური ორგანიზაცია „გირჩის“ მსგავსად თავისუფლების იდეასაც ქადაგებს. ამასთან „ბიბლიური თავისუფლება“ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადებაშიც დაეხმარება.
„ეს არის ჩვეულებრივი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც თავისუფლების იდეას ქადაგებს. ეს სრულ თანხვედრაშია იმასთან, რისთვისაც იბრძვის „გირჩი“. ჩვენი პარტიის არსი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კომენტარები