ოპოზიციას გარე მფარველები აქტიურად ჰყავს ჩართული, რომ საქართველომ, რამენაირად ევროპის საბჭოსგან აკრედიტაცია არ მიიღოს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„თავიანთი გარე მფარველები ჰყავთ ჩართული ძალიან აქტიურად, რომ იქნებ, რამენაირად აკრედიტაცია ჩვენ ევროპის საბჭომ არ მოგვცეს. ეს ხომ საქართველოს წინააღმდეგ კეთდება. ამ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლები დაფიქრდნენ, რომ როგორ შეიძლება მხარს უჭერდე ისეთ პარტიას და ისეთ ლიდერს, რომლის დღის წესრიგიც ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია ევროპულ, მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ქართული ოპოზიცია საქართველოს ინტერესებს ებრძვის. ახლა მათი ბრძოლის ველი ქვეყნის მიღმა სწორედ სტრასბურგშია გატანილი. ირწმუნებიან, რომ ეს ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, თუმცა აზარალებს თუ არა ქვეყანას – ამის შესახებ არაფერს ამბობენ. მმართველ გუნდს ოპონენტებისგან კარგის მოლოდინი დიდი ხანია აღარ აქვთ, იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭო მაინც არ იქცევა შემსრულებლად და კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკურ იარაღად.