თურქეთმა მოკლე მანძილზე მოქმედი ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა „ტაიფუნი“ შავ ზღვაში გამოცადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
რაკეტა რიზე-ართვინის აეროპორტიდან გაუშვეს. მის სამიზნეს შავ ზღვაში პირობითი ობიექტი წარმოადგენდა.
რაკეტა წარმოებულია თურქული სამხედრო-სამრეწველო კომპანია Roketsan-ის მიერ. ის 280 კილომეტრში განლაგებულ სამიზნეს მარტივად ანადგურებს, თუმცა რაკეტის მოქმედების მაქსიმალური დისტანცია 800 კილომეტრს შეადგენს.
„მისი ზებგერითი კრეისერული სიჩქარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას უძლურს ხდის, ხოლო მაღალი სიზუსტის წყალობით დამატებითი ზარალი მინიმუმამდეა შემცირებული“, – აცხადებენ რაკეტის შემქმნელ კომპანიაში.
როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რაკეტა მოკლე მანძილზე მოქმედებს, ის თურქეთისთვის ყველაზე შორს მოქმედია.