აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მრჩევლის, პოლიტიკოსი რონ პოლის განცხადებით, უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, USAID-ი ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში. თუ ასეთ რამ ჩვენთან მოხდებოდა, ეს ამერიკელებს გაამწარებდა.
მისი თქმით, USAID-ი მილიარდობით დოლარს ხარჯვას უცხო ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსაკვებად, რომელთა მეშვეობით შექმნილი ჩრდილოვანი მთავრობები არჩეულ მთავრობებს ამარცხებენ.
„USAID-ი არის საკვანძო კომპონენტი აშშ-ის მთავრობის ხელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეჟიმების ცვლილებების ოპერაციაში. USAID-ი ხარჯავს მილიარდობით დოლარს ყოველ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსაკვებად, რომელთა მეშვეობით საზღვარგარეთ ჩრდილოვანი მთავრობები არჩეულ მთავრობებს, რომელთა შეცვლაც ამერიკელ ინტერვენტებს სურთ, ამარცხებენ. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კატასტროფის უკან თქვენ USAID-ის კვალს ნახავთ. უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, USAID-ი ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში. ასეთი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო, ეს ამერიკელებს გააცოფებდა“, – თქვა მან.