აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. სატელეფონო საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის მიღწევა. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ ძირითადად საუბარი შეეხო პარასკევს მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც უზარმაზარი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!“ – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები