დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში 200 და 300 წლის ადამიანები არიან შეყვანილი, რომლებიც შემწეობას დღემდე იღებენ.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა X-ში გამოაქვეყნა მონაცემთა ბაზის ინფორმაცია, სადაც, 300 წელს გადაცილებულ ადამიანთან ერთად, 200 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.
„როგორც ჩანს, ვამპირების შესახებ მითები სინამდვილეა,“ – აღნიშნა მასკმა.
კომენტარები