უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თურქეთში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და პირველ ლედისთან ემინე ერდოღანთან.
ზელენსკის თქმით, თურქეთში მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთთან სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი იქნება.
ცნობისთვის, თურქეთამდე ზელენსკი გაერთიანებულ არაბთა საამიროებში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ საუდის არაბეთში აპირებს ჩასვლას, სადაც დღეს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები გამართავენ შეხვედრას.
კომენტარები