სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 644.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 1 766.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.8-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.0-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 20.3 პროცენტით გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის, ისე 43.6 პროცენტით გაიზარდა ტვირთბრუნვის მოცულობა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 440.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 23.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 3 711.6 ათასი მგზავრი (24.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 728.7 ათასი მგზავრი (23.5 პროცენტით მეტი).
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. გასულ წელს, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 30.3 ათასი შეადგინა, რაც 18.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3 პროცენტი – გაგზავნილი.
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. ამასთან, გასულ წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი, რაც 16.7 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით, რომელთა 78.6 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4 პროცენტს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4 პროცენტს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9 პროცენტს — 51-150 ადგილი, ხოლო 12.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით.
2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა ექვსი ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.