ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევა ბეჟან კალანდაძის ასახვევთან მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.
მათგან ერთ-ერთი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ქალს ოპერაცია “ნიუ ჰოსპიტალში” ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი 70-წლამდე ასაკის ქალი, ვალენტინა ასიტაშვილია. “საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ტრაქტორი დაგორდა და დაეჯახა ქალს, ძაღლი ეჭირა ხელში, ცუგა დაიღუპა, პატრონი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს კლინიკაში. სამწუხაროდ ვერ გადარჩა” – ამბობენ თვითმხილველები.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.