თაღლითურ ორგანიზაცია „ისფედს“ რომ აფინანასებს ბრიუსელი ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ეს ადასტურებს, რომ ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, „ისფედი“ USAID-თან ერთად 2020 და 2024 წლებში საქართველოს მოსახლეობას ატყუებდა იმისთვის, რომ აეყირავებინათ ხელისუფლება და არჩევნები.
„ისფედი“ თაღლითური ორგანიზაციაა, რომელმაც ჯერ 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ყალბ შედეგებს ავრცელებდა თავის დონორთან, USAID-თან ერთად, რომელსაც კრიმინალი უწოდა ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ. მალავდნენ ნამდვილ შედეგებს და ქართველ ხალხს გვატყუებდნენ როგორც „ისფედის“, ისე USAID-ის ის ამერიკელი და ქართველი თანამშრომლები, რომ რამენაირად აეყირავებინათ ხელისუფლება და არჩევნები. 2024 წელს მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები, რაზეც ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია და ის, რომ არ გამოექვეყნებინათ ეს შედეგები, მათ უკარნახა მისმა დონორმა. ესეც საინტერესოა, ამაზეც უნდა ისაუბროს „ისფედმა“, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩართული იყვნენ თუ არა ამაში მისი დონორები და აიძულეს თუ არა, თუ მოუწოდეს თუ არა, თუ მათი კარნახიც იყო თუ არა, ამ შედეგების არ გამოქვეყნებ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება თავად ფაქტს, მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაეხსნს და რომ ამ თაღლით ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი.
„ეს არის, რა თქმა უნდა, სკანდალური, როდესაც ორგანიზაციას, რომლის რეპუტაციაც არის ნულის ტოლი, რომ დავაკვირდეთ ბოლო ოთხ წელს, ყველა არჩევნებში თაღლითობა ჩაიდნეს. ასეთ ორგანიზაციას რომ აძლევ ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს, რა თქმა უნდა, ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ისფედი“ საარჩევნო თაღლითობაში გამოცდილი ორგანიზაციაა.