საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში, კულტურულ პარკ-კომპლექსში „მახთუმკული ფრაგი” შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
რუსთაველის ძეგლი პარკში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით მდებარეობს.
მთავრობის მეთაური კულტურულ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.





		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				