საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰეპატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელ მანანა ღვაბერიძეს 8 მარტი მიულოცა.
მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს ქვეყნისა და პაციენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათი წვლილი სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
კომენტარები