მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერ-ჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან, მათი მთავრობებისგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შეცვლილი არ არის, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დიფ სთეითზე“ საუბრისას.
„როდესაც ჩვენ ამ თვალსაზრისით დავინახავთ ცვლილებას, ეს იქნება ინდიკატორი იმისა, რომ მართლაც „დიფ სთეითის“ ამ საცეცებმა ნელ-ნელა დაიწყო შეკვეცა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის უკვე წარმატებული“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
„დიფ სთეითთან“ ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტესტია. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თუ დონალდ ტრამპი დესტაბილიზაციის ქსელებს გაანადგურებს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდება. მანამდე კი „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითის“ რებრენდინგზე საუბრობს და ამბობს, რომ USAID-მა, NED-მა და მსგავსმა ორგანიზაციებმა კონკრეტულ ქვეყნებში მოდერნიზება განიცადა.