აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ტორნადოს, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის შედეგად მსხვერპლი მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომის შტატებში დაფიქსირდა. ამ შტატებში კიდევ უფრო მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებს პროგნოზირებენ. ცენტრალურ მისისიპიში, აღმოსავლეთ ლუიზიანასა და დასავლეთ ტენესიში საფრთხის შესახებ გამოცხადდა.
პარალელურად, ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან მოსალოდნელია, რომ სახიფათო მეტეოროლოგიური პირობები ამ შტატამდეც მიაღწევს. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი და წყალდიდობა.
კომენტარები