„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ მოთხოვნების შესახებ წერს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიმართ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„კინაღამ გამომრჩა ვიქტორ ორბანის „ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა. „რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა“, – ამით დაიწყო მან X-ში გამოქვეყნებული თავისი ჩამონათვალი:
ჩვენ ვითხოვთ ერების ევროპას;
ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას კანონის წინაშე ყველა წევრი სახელმწიფოსთვის;
დაუბრუნდეთ წევრ-სახელმწიფოებს უკანონოდ ჩამორთმეული კომპეტენციების აღდგენა;
ვითხოვთ ნაციონალურ სუვერენიტეტს და ძლიერი ვეტოს უფლებას ეროვნული მთავრობებისთვის;
ევროკომისიიდან უნდა მოხდეს სოროსის აგენტების, ხოლო ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების განდევნა;
შეეშვით ჩვენი შვილიშვილების მომავლის “დაგირავებას” და მოახდინეთ ევროკავშირის ვალების ლიკვიდაცია;
არ ჩაერიოთ უნგრეთის ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვის კუთხით;
შეჩერდეს მიგრანტების „იმპორტი“ და დაიწყოს ევროკავშირში არალეგალურად ჩასული პირების გაძევება;
კორუფციით მიღებული დოლარი და ევრო ევროკავშირის ქვეყნებში არ უნდა შემოვიდეს;
აიკრძალოს ჩვენი შვილების გაუკუღმართებული არაბუნებრივი განათლება;
დაცული იქნას ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა;
ვითხოვთ მშვიდობას ევროპაში და ევროკავშირს – უკრაინის გარეშე“, – წერს დავით ქართველიშვილი.