[საგამოძიებო კომისია] ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს უკვე პოლიტიკური შეფასება იმ რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს სააკაშვილის მეთაურობით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
მისი თქმით, ეს იქნება გაკვეთილი, რომ მომავალში სხვა ხელისუფლებამ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას.
„ეს იქნება პირველი სხდომა, სადაც მოხდება უკვე კონკრეტული საქმეების განხილვა და პირველი საქმე ეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ბიზნესის რეკეტის ეპიზოდებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს უკვე პოლიტიკური შეფასება იმ რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს სააკაშვილის მეთაურობით. ეს იქნება გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის, რომ მომავალში არ იყოს დაშვებული მსგავსი შეცდომები“, – განაცხადა სალიამ.
პარლამენტში დღეს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.