ამ აღიარების გარეშეც ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან თანხები, – განაცხადა საქმეებში უხეში ჩარევაა და დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტთან დაკავშირებით, რომლითაც მან ფაქტობრივად აღიარა ის, რასაც პროკურატურა ედავება.
დავით მათიკაშვილის თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს სხვა არაფერი დარჩნია თუ არა აღიარება.
„ეს, რომ აღიარებაა ძალიან კარგად გააცნობიერა საზოგადოებამ. ამ აღიარების გარეშეც ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან და არა მხოლოდ ამ ფონდიდან აღებული თანხები. რომ ისინი რეალურად რადიკალებს და დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდნენ საქართველოში. ეს ყველაფერი მტკიცებულებით პროკურატურამ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას საზოგადოებას კარგად გააცნო. ასე, რომ მეტი არაფერი დარჩენია ნანუკა ჟორჟოლიანს თუ არა აღიაროს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში აღიარა ის, რასაც პროკურატურა ედავება. ჟორჟოლიანი საჯაროდ დებს პირობას, რომ თუ მის ფონდს ყადაღა აეხსნება, შეგროვებულ თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.