სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ბიზნესფორუმს გახსნიან.
სლოვაკეთიდან ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება.
სლოვაკეთის პრეზიდენტი აჭარაში დღეს დილით ჩაფრინდა და ბიზნესფორმუში მონაწილეობამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება.
მოგვიანებით პრეზიდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრს დაათვალიერებს.
ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
კომენტარები