საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმენ აღაიანი დაამარცხა ტიტული შეინარჩუნა და თბილისის „გრანდ სლემის” ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.
ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა რუმინელი, აზერბაიჯანელი და ავსტრიელი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგ მოწინააღმდეგეს სძლია.
წლევანდელ „გრანდ სლემზე” ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია. ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ნინო ლოლაძემ კი ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს „გრანდ სლემზე” მოპოვებული პირველი მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-66 კგ) გახდა.
კომენტარები