საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს კიდევ ერთხელ გაუტანა. მეტოქის კარში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 2:0-ია.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
ძირითადი შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
სათადარიგოები – გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა დვალი, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ზარია, ლევან შენგელია, გიორგი გულიაშვილი.
სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, გუნდის შემადგენლობაშია გურამ კაშიაც და ხვიჩა კვარაცხელიაც.
პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა.