კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, – განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოემზადონ.
„კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, მათ შორის, შეცვლაზე შესული მოთამაშეებით.
არის თუ არა მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში? დიახ, ასეა, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეა და კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ თავის კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია, გამარჯვებულია და მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.
რაც შეეხება შეცვლილ ტაქტიკას და ოთხ მცველზე გადასვლას, როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს. საბას სახით კი ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგვემატა. ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ახლა ძნელია სკამზე დავსვათ. მესმის, რომ შესაძლოა ყველა თავდამსხმელს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვურჩევდი, მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ“, – აღნიშნა ვილი სანიოლმა.
საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი ანგარიშით 6:1, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.