სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს, გიორგი მამარდაშვილსა და საბა გოგლიჩიძეს ჯილდოები გადასცეს – „ვალენსიის“ ქართველი მეკარე საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო „ემპოლის“ 20 წლის მცველი წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელად.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 სასტუმრო „პულმანში“ 27 დეკემბერს გაიმართა, მამარდაშვილმა და გოგლიჩიძემ ღონსიძიებაზე დასწრება ვერ მოახერხეს, მათ კუთვნილი ჯილდოები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სომხეთთან მატჩის დაწყებამდე გადასცა.
კომენტარები