სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მან მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქსტატუსზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“.
„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, უბრალოდ, ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს, ზოგადად, ახასიათებთ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ ქართული ენა მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.