უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება.
ზელენსკის თქმით, კრემლის ლიდერს ყველაზე მეტად ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, თუმცა ეს არა მხოლოდ მის სურვილზე, არამედ მის ასაკზეც არის დამოკიდებული.
„ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია, და მალე ყველაფერი დასრულდება“, – თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, პუტინს მარტო დარჩენის ეშინია, დასძინა უკრაინის ლიდერმა. თუმცა, როგორც ზელენსკი ვარაუდობს, პოლიტიკურად პუტინის იზოლირება ბოლომდე ვერ მოხერხდა.
კომენტარები