ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული საქონლისთვის 84-პროცენტიანი ტარიფების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ჩინური მედია ქვეყნის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესების საპასუხოდ გადაიდგა. ჩინური მხარე გმობს ამერიკის მთავრობის ასეთ მიდგომას. ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოში ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ ტარიფების შემოღება ჩინეთის უფლებებსა და ინტერესებს სერიოზულ ზიანს აყენებს და საერთაშორისო სავაჭრო სისტემას ძირს უთხრის.
ცნობისთვის, თავდაპირველად ჩინეთმა აშშ-ს 34-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე გადასახადს 104%-ით ზრდის, ოფიციალურმა პეკინმა საპასუხო ზომების მიღება დაიწყო.