რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი 9 აპრილის მემორიალთან გუშინ განვითარებულ პროცესებს აფასებს. კერძოდ, მემორიალთან საპროტესტო აქცია აგრესიითა და პროვოკაციებით მიმდინარეობდა, ასევე, გაშალეს „ქვიარ წინააღმდეგობის“ ბანერი.
„თუ 1989 წლის 9 აპრილს, რომლის უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, იყო მართლა თავისუფლება, ამაღლებული იდეა, ქრისტიანული ხედვა მსოფლიოსი და საქართველოსი, დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი ლგბტ აქტივობაზეც დაიყვანეს საბოლოოდ. ეს არის ის, რაც დღეს ამ რადიკალებმა მოუწყვეს 9 აპრილის საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები