ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად ეს დეპუტატი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს, ვიცით მისი სხვა განცხადებებიც, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გერმანელი ევროპარლამენტარის მიხაელ გალერის მიერ გაკეთებული განცხადება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს ქონებები ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად ეს დეპუტატი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს, ვიცით მისი სხვა განცხადებებიც. ერთადერთი, რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის საუბარი საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო და ყველას შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს.
ასე რომ, დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს ქონებები ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ძალიან ფეხი მოიდგა ევროკავშირში. მათ შორის, იმის წყალობით, რომ ვხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია, საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც, როგორც ჩანს, ვირუსივით შეესია ზოგიერთს ევროკავშირში. გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებსა თუ მიდგომებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.