ტაჯიკეთში ორი მიწისძვრა მოხდა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ბიძგების სიმძლავრე 5,9 და 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ დუშანბედან 180 კილომეტრში მდებარეობდა.
სტიქიის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამასთან, ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა, რომელიც შედარებით ძლიერი იყო, იგრძნობოდა ტაჯიკეთის მეზობელ უზბეკეთშიც.
კომენტარები