სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება. ინციდენტების თავიდან ასარიდებლად შენობაში მას სათადარიგო შესასვლელით შეიყვანენ.
სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. იუნ სოკ იოლს ბრალი გასული წლის დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის უსაფუძვლოდ გამოცხადებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის წაუყენეს, რის გამოც მას ჯერ იმპიჩმენტი გამოუცხადეს, შემდეგ კი დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექს პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა ან სასიკვდილო განაჩენი ელის.
კომენტარები