საფრანგეთის მთავრობის რეიტინგი ეცემა. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც კომპანია IPSOS-მა ჩაატარა, პრემიერ ბაირუს მოღვაწეობას უარყოფითად რესპონდენტთა 67% აფასებს.
ისევ დაეცა პრეზიდენტ მაკრონის რეიტინგი, რომლის საქმიანობითაც უკმაყოფილო გამოკითხულთა 70%-ია. 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატთა შორის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე ჟორდან ბარდელა ლიდერობს, რომელსაც 34%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზე 33%-ით პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მარინ ლეპენია. მესამე პოზიციას კი ხმათა 31%-ით ყოფილი პრემიერ მინისტრი ედუარდ ფილიპი იკავებს.
გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 9-10 აპრილს ჩატარდა.
კომენტარები