რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ოდესის მერის განცხადებით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზა და ავტომობილები.
ამასთან, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გაუჩნდა ბენზინგასამართ სადგურსაც. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
კომენტარები