პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია ელჩის კომენტარზე, რა დროსაც მან თქვა: „არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში“.
წილოსანის განცხადებით, ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც უმძიმეს დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირი – ზურაბ ადეიშვილი გერმანიაში თავისუფლად გადაადგილდება.
„შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ ის დამოკიდებულება, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმგვარი რეჟიმის წარმომადგენელია, როგორიც მაგალითად მთელი მსოფლიოსთვის და გერმანიისთვის ფაშიზმი იყო, თავის სამყოფელს პოვებს გერმანიაში და გერმანიის სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას, ქართულ სამართალს და იმ ელემენტარულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები არ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად გერმანიაში“, – განაცხადა წილოსანმა.