შაბათს, რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლას არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით განახორციელებენ. გაცვლის ფარგლებში, დაბრუნდება თითქმის 500 რუსი და უკრაინელი ტყვე, ასევე 46 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გაცვლა თითოეული მხრიდან 246 ტყვეს შეეხება.
კომენტარები