ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საფიჩხიის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები.
კომენტარები