ოზურგეთში საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, დაკავებულია 3 პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყების განცხადებით ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის ინცინდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლები ხმაურის გამო საბილიარდოში შევიდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
კომენტარები