ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ დეკანოზმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
„არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“,- განაცხადა დეკანოზმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.
კომენტარები