ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი აცხადებს, რომ დაპატიმრებამდე დეკანოზს ემუქრებოდნენ. ამის შესახებ მარიამ ტარიელაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ტარიელაძის შეფასებით, სასამართლო პროცესის დახურვა სიმართლის დამალვას ემსახურება.
„ვიცი რომ ემუქრებოდნენ, იყო მასზე ზეწოლა. ოჯახის პოზიცია რა უნდა იყოს, ის ცამდე მართალია”, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა.
www.1tv.ge
კომენტარები