ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებაზე და მათ მიმართ ნდობის დეფიციტზე ალაპარაკდა. „ახალი არჩევნებიც რომ იყოს, წავაგებთ… ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“ – ეს განცხადება ოპოზიციონერმა ცოტნე კობერიძემ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მას სოციალურ ქსელში უპასუხა.
„შეუძლებელია მოგება, როდესაც ხალხს ომს პირდები და იმასაც არა საკუთარი რწმენით’’, – წერს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, კითხვაზე მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პასუხს ოპოზიცია თავს არიდებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
კომენტარები