საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„რეგლამენტის ახალი რედაქცია უფრო მეტად მოქნილს გახდის საპარლამენტო მექანიზმებს როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით. ინტერპელაცია ერთგვარად ჩაანაცვლებს და შეავსებს „მინისტრის საათის“ საკანონმდებლო დანაწესს – აღარ იქნება „მინისტრის საათი“, მაგრამ ინტერპელაციის მუხლი, რომლის გარეშეც ეყარა მეორე მოსმენით კენჭი საქართველოს პარლამენტში, იქნება ახალი რედაქციით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები