პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, ინდოეთზე პაკისტანის იერიშები მხოლოდ სამხედრო პუნქტებზე განხორციელდება.
როგორც ხავაჯა ასიფიმ აღნიშნა, თავდასხმები სამოქალაქო ობიექტზე არ მოხდება.
„ჩვენი სამიზნეები არასდროს იქნებიან მოქალაქეები. ვიმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ეს საერთაშორისო დაპირისპირება მხოლოდ სამხედრო სამიზნეებით იქნება შეზღუდული“, – განუცხადა პაკისტანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.
გასულ ღამეს ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.
კომენტარები