ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოებისდეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია 9 მაისთან თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ოდიშარიას თქმით, 9 მაისი არის „ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი“.
მისივე თქმით, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითისისტებლიშმენტი.
„ცხრა მაისი არის ჩვენი მამების, ბაბუების თუ დიდი ბაბუების სამშობლოსადმი თავდადების, ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი. სამწუხაროდ, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი. გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, თანამედროვე ფაშისტებმა კი იცოდეთ, რომ დიდი დრო არ დაგრჩენიათ.“ -წერს ოდიშარია.
ცხრა მაისი არის ჩვენი მამების, ბაბუების თუ დიდი ბაბუების სამშობლოსამდი თავდადების, ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების…
Posted by Bacho Odisharia on Friday, May 9, 2025