სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეხვედრისას ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
კომენტარები