ხვიჩა კვარაცხელია ლგბტ პროპაგანდისტი არა არის!
ის ფეხბურთელია!
თამაშის შემდეგ ერთადერთი იყო, ვისაც ეროვნული დროშა ქონდა შემოხვეული. ეს ვერ დაინახეთ?) – ამის შესახებ ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.
“ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან
ხვიჩას შევეშვათ რა!
მოიგოს ბიჭმა ევროპის ჩემპიონობა
ეს ბიჭი სტადიონზე ყოველ შესვლაზე პირჯვარს იწერს, არის მორწმუნე,
მშობლები მორწმუნენი ყავს! ( მე ვიცი ეს ოჯახი)
მე მესმის თქვენი ყველასი, ვინც გულდაწყვეტილი აღნიშნავთ, ამ გაუგებრობაში მის გახვევას
სათქმელი ითქვა, არ გავაგრძელოთ, ვიცი რომ მის გოლებზე ისევ წამოხტებით და იზეიმებთ!
ვინმე ჩათლახს, რომ დაეწერა ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემმა ხალხმა დაწერეთ და ამიტომ გთხოვთ!
ეს ბიჭი ყველა ჩვენთაგანის შვილია და ლიბერალების მიერ შექმნილ ფორმას თამაშის წინ ვერ შეცვლიდა!
ხვიჩა კვარაცხელია ლგბტ პრპოგანდისტი არა არის!
ის ფეხბურთელია!
თამაშის შემდეგ ერთადერთი იყო, ვისაც ეროვნული დროშა ქონდა შემოხვეული. ეს ვერ დაინახეთ?)
( ამას გეუბნებით მე, ქანთარია, ვინც მაგ დროშას დასანახად ვერ იტანს)“, – წერს დავით ქანთარია.