“პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს პეტრე ცისკარიშვილა და “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შორის ცხარე დებატები გაიმართა.
ჯაფარიძის გაღიზიანება ცისკარიშვილის განცხადებამ გამოიწვია, რომ „გირჩი” ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიაა”.
პეტრე ცისკარიშვილი: ეჭვმიტანილი ხარ ხალხის მხრიდან, რომ შეიძლება მომავალშიც მოგისყიდოს ბიძინა ივანიშვილმა. აქედან გამომდინარე, შენი ეკონომიკური ხედვები არავის არ აინტერესებს, რადგან იგივე ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება ხარ.
ზურაბ ჯაფარიძე: ფეხზე გვკიდია, რა ჭორებს ავრცელებთ ჩვენზე. მოგიწევთ ეკონომიკურ საკითხებზე პასუხის გაცემა.
პეტრე ცისკარიშვილი: თქვენ რაზე უნდა გედებატოთ ბიძინა ივანიშვილის 2%-იან პარტიას, როდესაც ამხელა მონსტრი გვყავს დასამარცხებელი.
ზურაბ ჯაფარიძე: რისი დამმამარცხებელი ხართ, კარგით რა. საერთოდ, რომელ ეკონომიკურ გუნდზე ლაპარაკობთ? როდესაც „ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო და რაც ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა, იმას ატარებდა კახა ბენდუქიძე და მისი გუნდი. ეს ხალხი დღეს თქვენთან აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, სანამ თქვენთან ვიყავი, ეს ხალხი ჩამოცილებული იყო და მათ აზრს არავინ ითვალისწინებდა. მე ვიყავი, ვინც ამ იდეების გამტარებელი ვიყავი და მეც აღარ ვარ მანდ. უკაცრავად, რომან გოცირიძის და კახა ბენდუქიძის ხედვები კარდინალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ბევრ საკითხში, ისე როგორც განსხვავდება ჩემი და რომან გოცირიძის ხედვები. ამიტომ რაღაც ზღაპრებს ნუ მოყვებით. მე როდესაც ვზივარ ეთერში, მაშინ ნუ იზამთ და ხალხში რაც გინდა ილაპარაკეთ. ის მესიჯი, რომ ზურა ჯაფარიძე ივანიშვილის მოსყიდულია, გჭირდებათ თქვენი 15%-იანი ელექტორატისთვის, გინდათ დაარწმუნოთ, რომ ჩვენგან ვინც მიდიან, არიან ჩათლახებიო. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არაფრის მთქმელია, ან შეიძლება პოზიტიურიც იყოს.