ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტყიბულში უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაეცემათ.
„დაზარალებულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა, როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისგან. რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
კომენტარები