ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მხრიდან ქვეყნის საჰაერო საზღვრის დარღვევა მოხდა.
ფინეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ ფინეთის სამხრეთით, ქალაქ პორვოოსთან გადაკვეთეს, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს.
„ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ტერიტორიული მთლიანობის სავარაუდო დარღვევას, გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
კომენტარები