რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.
„რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი”
2025/05/29 20:07:52

ნანახია: 8 ჯერ