ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც შსს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა.
შეგახსენებთ. 17 მაისს მარიამ ლაშხი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, კაფეში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სამი აქტივისტი შეძახილებით მიიჭრა. დეპუტატმა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ბრალდებით დაიწყო.
კომენტარები