რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოში ტკივილის მართვის – ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა.
ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.
სერვისში შედის:
ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებულიმედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც.
ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები